ენტონი ბერჯესის რომანში ”მექანიკური ფორთოხალი” მოთხრობილია ამბავი ერთ არასრულწლოვან ყმაწვილზე, რომელსაც არაფერი არ ანიჭებდა მასზე დიდ სიამოვნებას, როგორიც ხალხის გამწარებაა, მასში ყველაფერი მოჩვენებითი და ყალბია, სწორედ ერთ-ერთი საბედისწერო მავნებლური საქციელის ჩადენის დროს მას დააპატიმრებენ და გაასამართლებენ, გასამართლებიდან 2 წლის შემდეგ მის საკანში ერთ პატიმარს მოკლავენ და ამ შემთხვევას მინისტრი გამოეხმაურება. სტორედ ამ დროს შეხვდება ის მინისტრს, ალექსს იმდენად ეჩქარება ციხის კედლების დატოვება, რომ თანხმდება ექსპერიმენტს, რას ითვალისწინებს ეს ექსპერიმენტი მოკლედ გეტყვით: ადამიანის გაკეთილშობილებას, მაგრამ სად გინახავთ ისეთი ადამიანი, რომელიც თავის სურვილს არასოდეს დაემორჩილოს? სწორედ ამ მოტივით გაიყვანეს ის საპატიმროდან და პირობა მისცეს ორ კვირაში გაგათავისუფლებთო, სიტყვა შეასრულეს, მაგრამ... ამ ორი კვირის განმავლობაში მთლიანად დაიმორჩილეს ანუ ცუდი აზრის გონებაში გავლაზეც კი ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობდა. მეტს მე აღარ გავაგრძელებ
ხოლო პროფესორ ბროდსკის ექპერიმენტმა მცირე ხნით მაინც გაამართლა, მაგრამ რად უნდა ადამიანს ეგეთი ექსპერიმენტი და ეგეთი ძალით გაკეთილშობილება, როცა პიროვნების თავისუფლებას გართმევენ, მაშინ დავიჭიროთ ცუდი ზრახვებისმქონე ადამიანები და ძალით გარდავქმნათ, მაგრამ ამ საქციელის ჩადენის შემდეგ ჩვენც იგივეს არ გავუკეთებთ მათ? თუმცა ალექსმა ეს ექპერიმენტი ბოლომდე...
დანარჩენ საკითხებზე წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიდაოთ.
© გიორგი ნებიერიძე