აფორიზმები:
© გიორგი ნებიერიძე
© მირანდა შონია
Leia Mais…
- სიცოცხლის საზომი მის ხანგრძლივობაში კი არაა, არამედ იმაში თუ როგორ გამოიყენებ მას.
- გაჩუმება და მოკრძალება არის თვისებები, რომელიც ძალიან გამოგადგება საუბრისას.
- ადამიანებს შორის მანძილი უფრო დიდია, ვიდრე მანძილი ზოგიერთ ადამიანსა და ცხოველს შორის.
- ჩვენ ვიღებთ სხვის აზრებსა და ცოდნას შესანახად, და მხოლოდ, თუმცა საჭიროა ისინი გავითავისოთ.
- უნდა შევეცადოთ რომ სიბერემ სულზე უფრო მეტი ნაოჭი არ დაგვიტოვოს, ვიდრე სახეზე.
- ბუნებაში არაფერია გამოუსადეგარი.
- გამარჯვების სიდიადე იზომება მისი მოპოვების სირთულით.
- არავითარი უბედურება არ ღირს იმად, რომ მისგან გაქცევის მიზნით ისურვო სიკვდილი.
- იმისთვის რომ სხვას ასწავლო, უფრო მეტი ჭკუაა საჭირო,ვიდრე იმისთვის რომ თვითონ ისწავლო.
- ქების ღირსი ადამიანის ქმედებაა და არა თვითონ ადამიანი.
- თუ გინდა უხეშობისაგან განიკურნო, ჯერ უნდა აღიარო რომ უხეში ხარ.
- სურვილი იმისა რაც არ გვაქვს, ხელს გვიშლის გამივიყენოთ ის რაც გვაქვს.
- ქალები არ არიან დამნაშავე იმაში, რომ ხანდახან ისინი არ იცავენ იმ წესებს, რომელიც საზოგადოებამ მათთვის დაადგინა. ვინაიდან ეს ის წესებია რომლებიც კაცებმა შეადგინეს და თანაც ქალების მონაწილეობის გარეშე.
- თვითონ სიცოსხლე არც ბოროტებაა და არც სიკეთე, არამედ საცავი სიკეთისა და ბოროტებისა, მთავარია შენ რომელ მათგანად გადააქცევ მას.
- ძველი და კარგად ცნობილი ბოროტება უმჯობესია, ვიდრე ახალი და ამოუცნობი.
- ჭეშმარიტება უფრო ბრძნული ვერ გახდება თავისი ასაკის გამო.
- ნამდვილი ღირსება მდინარეს ჰგავს, რაც უფრო ღრმაა, მით ნაკლებ ხმაურს გამოსცემს.
- როცა ჩვენ ვამბობთ,რომ სიკვდილის გვეშინია,უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვფიქრობთ ტკივილზე, იმაზე რაც სიკვდილს წინ უძრვის.
- როცა ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი ავადმყოფობა,მეცნიერება ჩვენ გამოგონილი ავადმყოფობებით გვაჯილდოებს.
- ის ვისაც ტანჯვის ეშინია,უკვე იტანჯება ამ შიშით.
© გიორგი ნებიერიძე
© მირანდა შონია