Wednesday, June 19, 2013

ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ - გიორგი ნებიერიძე


გიორგი ნებიერიძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინგლისური ენისა და ლიტერატურის
IV კურსი / 2013 წელი

ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“  ამერიკის შეერთებული შტატების 1951-2010 წ.  ცხოვრების ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში
      

         ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“   გამოქვეყნდა 1951 წლის 16 ივლისს, პირველი გამოცემიდან 2 კვირის განმავლობაში  მისი ტირაჟი ხუთჯერ განახლდა და წიგნები  მაღაზიაში შემოსვლისთანავე ქრებოდა თაროებიდან, 30 კვირის განმავლობაში ის  ბესტსელერების სიის სათავეში იყო, შემდეგ კი დაახლოებით 300 000 ეგზემპლარი იყიდებოდა ყოველწლიურად, 1953-1964 წლებს შორის  სულ სამ მილიონამდე წიგნი გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი აგრეთვე ნათარგმნია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე.
       ამ რომანის გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, თუმცა რომანის გამოქვეყნებიდან პირველ ხუთწლეულში  მხოლოდ სამი კრიტიკული  წერილი გამოქვეყნდა, მომდევნო ოთხი წლის შემდეგ კი სამოცდაათამდე ესე დაიბეჭდა  ამერიკულ და ბრიტანულ  ჟურნალებში. 1950-იან  წლებში  „თამაში ჭვავის ყანაში“  გახდა ახალგაზრდებში  ყველაზე  პოპულარული  წიგნი, არცერთ ამერიკელ მწერალს, გასული საუკუნის 50-იან  წლებამდე არ მოუხდენია ასეთი ზეგავლენა  ახალგაზრდა მკითხველზე, როგორი ზეგავლენაც მოახდინა  ჯერომ სელინჯერის ამ გახმაურებულმა რომანმა.
      ქება და კრიტიკა არ აკლდა ამ ნაწარმოებს, მაგრამ  1973 წელს  American  school  board  journal”-მა  მას  „Monster best-seller”  ანუ  „ურჩხული ბესტსელერი“  უწოდა,  რომელიც ნებისმიერ სხვა წიგნზე  ხშირად ქცეულა ცენზურის  მსხვერპლი აშშ-ში.   ათი წლის შემდეგ ის შეაფასეს  ერთი  მხრივ, როგორც ყველაზე მეტად სკანდალური ამერიკული რომანი, მეორე მხრივ კი ნაწარმოებად რომელიც  საშუალო სკოლაშიც  კი ისწავლებოდა. ამავდროულად რომანი არაერთხელ  ამოიღეს    სკოლის ბიბლიოთეკებიდან  და საკითხავი ლიტერატურის სიიდან, რადგან  ამერიკელებისათვის  შეურაცხმყოფელი  ენით იყო  დაწერილი,  დეპრესიას იწვევდა და შეიცავდა სექსუალურ  კონტექსტს.  ამგვარი დამოკიდებულება  XX  საუკუნის   80-იან  წლებშიც კი გაგრძელდა, როდესაც   კალიფორნიის შტატში, მშობლებმა  ამ  რომანის   სკოლაში   სავალდებულო  წასაკითხი  წიგნებიდან   ამოღება მოითხოვეს,  რადგან  ის  ნეგატიურ  გავლენას   ახდენდა  მათ შვილებზე.  ამ  წიგნის   აკრძალვა  სკოლებში  სხვადასხვა   სახით   გამოვლინდა  მაგალითად,  ერთ-ერთმა   მასწავლებელმა,  მისის  კელერ-გეიჯმა   იმისათვის,  რომ  ბავშვები  „დაეცვა“  ამ  უხამსი   და   გამრყვნელი   წიგნისგან,     მოსწავლეებს   ნაცვლად   სელინჯერის   რომანისა „თამაში ჭვავის ყანაში“ ,   შესთავაზა   ამერიკელი მწერლის   რეი  ბრედვერის   რომანი  „ბაბუაწვერას  ღვინო“  („Dandelion  Wine”).  წიგნის  აკრძალვის შემდეგ კი  მისის  კელერ-გეიჯმა   თავის  სამი  თორმეტცალიანი  შეკვრა   სელინჯერის რომანისა   თაროდან გადმოიღო  და   კლასის საკუჭნაოში  დააწყო,  ხოლო  მის ნაცვლად  
რეი  ბრედბერის  კიდევ  ერთი  რომანი  „451  ფარენჰეიტით“ დაამატა
      მიუხედავად  ასეთი   დამოკიდებულებისა ,  სელინჯერის   რომანი   აქტუალურობას  მაინც არ   კარგავდა,  უფრო  მეტიც, რამდენადაც კრძალავდნენ და მოუწოდებდნენ  არ   წაეკითხათ   ეს   წიგნი,  იმდენად   მძაფრდებოდა  და იმატებდა  ამ წიგნის  მკითხველთა  სურვილი   და   რაოდენობა.
  ამ   რომანს  სკანდალურ  რეპუტაციას   მატებდა  ის ფაქტიც ,  რომ  1980  წელს  დეკემბრის  თვეში   მარკ  დევიდ  ჩეპმენმა,  რომელსაც  „თამაში ჭვავის ყანაში“   შარვლის ჯიბეში  ედო,  ლეგენდარული  ჯონ  ლენონი  მოკლა.  როდესაც   მას   საბრალდებო დასკვნა  წაუკითხეს   და   სამუდამო  პატიმრობა  მიუსაჯეს,  მან  მხოლოდ  რომანის  ეს  ცნობილი  ფრაზა  წარმოთქვა „I would  just  be  the  catcher  in the  ray  and  all”.  ამბობენ,  რომ  ჩეპმენს  სურდა   ყოფილი  ბითლზის  უმანკოება  შეენარჩუნებინა  და   ეს   მხოლოდ  ლენონის სიკვდილით იყო შესაძლებელი.  ამ  ფაქტმა   რა  თქმა  უნდა  ცუდი  რეაქცია  გამოიწვია  საზოგადოებაში ,  კერძოდ  ჯონ   ჰინკლეი,  რომელიც  თავის  თავს   „უმიზეზო  მეამბოხეს“  უწოდებდა ,  იხსენებდა,  რომ    ამ  ამბის  გაგებისას  შოკირებული  იყო.   რამდენიმე  თვის  შემდეგ    ჰინკლეიმ  თავად  მოაწყო  თავდასხმა   ამერიკის  პრეზიდენტ    რონალდ  რეიგანზე.  პოლიციამ  მის  ოთახში   ჯონ  ლენონის   სურათებიანი  კალენდარი  და  სელინჯერის  რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“     იპოვა.  ხალხის  აზრით  მარკ  დევიდ  ჩეპმენსა  და  ჯონ  ჰინკლეის  თანამედროვე   ცხოვრებით   გაღიზიანება  და  უკმაყოფილება     ჰოლდენ   კოლფილდის  პროტესტის  მსგავსი  იყო.
      ლოგიკურია  ასეთი  ფაქტების  შემდეგ,  სადაც  სელინჯერის  რომანი  ფიგურირებს  და  ცუდი  ქმედებისკენ  უბიძგებს  ახალგაზრდებს,  ის  კვლავ  კრიტიკისა  და  მსჯელობის  ობიექტად იქცა.  უამრავი  კრიტიკოსი  და  ჟურნალისტი  ცდილობდა   აეხსნა  ამ  რომანის  გავლენა,  თუ  რატომ  ექცეოდნენ  ახალგაზრდა  მკითხველები  ასეთი  ზეგავლენის  ქვეშ.  ფაქტია  ამ  რომანმა  ბითლზის  ლეგენდარული წევრის  ჯონ  ლენონის  მკვლელ  ჩეპმენს  და  რეიგანის  მკვლელობის მცდელობაში  ჰინკლეის მისცა  ბიძგი   ასეთი სასტიკი რამ  ჩაედინათ,  ზოგი  კრიტიკოსი  მიიჩნევს,  რომ  ტექსტში  ისეთი  თხრობის  სტილია  და  ისეთი  ენითაა  დაწერილი, რომ მკითხველი აუცილებლად  მოექცევა   მისი  გავლენის  ქვეშ.  ზოგი  კრიტიკოსი საწინააღმდეგოს  ამტკიცებს,    წიგნი  კი არ  არის  ასეთი  საკრალური,  უბრალოდ მათმა, ვინც  წიგნის ასეთი  ზეგავლენის  ქვეშ მოექცა,    ვერ  გაიგეს  ტექსტის  ნამდვილი შინაარსი კარდაგ, და   ამან  გამოიწვია    სავალალო  შედეგები  რაც  ჩვენ  სახეზე  გვაქვს,  ანუ  ის  ადამიანები  რომლებმაც  ეს   დანაშაული  ჩაიდინა  და  საზოგადოებამ  ამ  დანაშაულის  ჩადენაში  ამ რომანს  ადანაშაულებს  სულაც  არ  არის  რომანის  ბრალი, ეს  იმ  მკითხველის  ბრალია,  რომელმაც  წაიკითხა  ეს  წიგნი  და  აღიქვა  სხვანაირად.
        ლიტერატურის  კრიტიკოსები  კაროლ და  რიჩარდ  ოუმენები  რომანის  დიდ  წარმატებას  უკავშირებდნენ  ცივი  ომის  ატმოსფეროს. ჰოლდენი  ყველგან  და  ყველაფერში  სიყალბეს  ხედავს  და  მუდმივად   ფიქრობს  იმაზე  „ თუ  ვინ ან  რაა  ყალბი“.   შეიძლება  ითქვას, რომ  იუმენები  ძალზედ  ამარტივებდნენ  ტქსტს,  ლიტერატურისა  და  ისტორიის  ურთიერთობას,  თუმცა  ჭეშმარიტებას  არ  უნდა  იყოს  მოკლებული  მათი  მოსაზრება,   რომ „ მწერალი  სერიოზულად  აკრიტიკევს  1950  წლის  ამერიკის  აღმოსავლეთ შტატების  საზოგადოების  ცხოვრების  ისეთ  მხარეებს როგორიცაა:  სნობიზმი,  კლასობრივი  უთანასწორობა  და  ცრურწმენა,  სექსუალური  ექსპლუატაცია,  სუბორდინაცია  განათლების  სისტემაში,  გაუკუღმართებული  კონკურენცია,  ადამიანების  შესაძლებლობების  განვითარების  შეზღუდვა  და  ასე  შემდეგ.
     რომანის  გამოქვეყნების წლისათვის  (1951)  ცივი  ომის  საშიშროებამ,  ამერიკის  გავლენისა  და  გლობალური  ძალაუფლების  ზრდამ  ფართო  აუდიტორიას  უბიძგა  თანამედროვე  ცხოვრების  კარგად მორგებული  უკმაყოფილების  ფორმებისათვის  ახალი  შინაარსი  და  სახე  მოეძებნა,  ის  რაც  ტრადიციულად   ინტელექტუალურ  და  ხელოვანთა  ელიტას  მიეკუთვნებოდა,  ფართო  საზოგადოების  ნაწილი  ხდება  და  მიმდინარე  სოციალურ  და  პოლიტიკურ  პრობლემებს  უკავშირდება.
                აუცილებლად  უნდა  აღინიშნოს, რომ სელინჯერის   რომანში ვხვდებით  პირველად  „ჰიპის“  თემას, „ჰიპები“იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ამ მოძრაობამ XX საუკუნის 60-70-იან  წლებში,16-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები სტიქიურად მოიცვა. გავიხსენოთ  ერთი  ნაწყვეტი  რომანიდან,  როდესაც  კოლფილდი  სალის  სთავაზობს  მასაჩუსეტში  გაქცევას,  წყაროს  პირას  დასახლებას  და  ბუნების  წიაღში   საკუთარი  შრომის  მონაპოვარით  ცხოვრებას.  რა  თქმა  უნდა  საღად  მოაზროვნე  სალისგან  მან  უარყოფითი  პასუხი  მიიღო,  მეტიც  მოზარდი  გოგონა  მას  სულელად  ჩათვლის,  შემდგომ  კი  სასოწარკვეთილი  კოლფილდი მათ  თაობას  უინტერესო ,  გაწერილ,  რეგლამენტირებულ  მომავალს  დაუხატავს,  „ლიფტით  ავალთ-ჩავალთ  სასტუმროში,  ათასი  ჩემოდნით  და  ჩანთით, და  მერე  ყველას  ღია  ბარათებს  დავუგზავნით  ყველა  ადგილიდან  სადაც  კი  ჩავალთ,  მე კიდევ   სადღაც  ოფისში  ვიმუშავებ,  ფულს  გავაკეთებ,  ტაქსით  ვივლი  სამსახურში  და  გაზეთებს  ვიკითხავ  ყოველ  დღე...  ან  ახალ ამბებს  უნდა  ვუყუროთ  სახლში ... (185).  აი  ამ  მონაკვეთში  კარგად  ჩანს  „ჰიპის“  თემა  და  სელინჯერისეული  ხედვა  კოლფილდის  თვალით  ამ  სამყაროს  მიმართ. სელინჯერთან აგრეთვე პირველად ვხვდებით კრიტიკას ჰოლივუდზე, კოლფილდი დასცინის და უფრო მეტიც, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან  აიგივებს მას, რადგან , როცა მასთან ოთახში მიდის მეძავი, კოლფილდს ეუბნება რომ ის ჰოლივუდიდანაა, კიდევ ერთი ფაქტი რომანიდან, სადაც  კარგად ჩანს ჰოლივუდისადმი დამოკიდებულება, როდესაც ის ამბობს, რომ მისი ძმა ჰოლივუდში წავიდა და ამით მან თავისი თავი გაყიდა ანუ ამ ფაქტით მან თავი დაიმცირა და ჰოლივუდი დაბალი საფეხურია ხელოვანის ცხოვრებაში მისი აზრით.
   უდავოა  რომ,  ჯერომ  სელინჯერის  რომანმა  „თამაში ჭვავის  ყანაში”  უდიდესი  გავლენა  მოახდინა  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში, მის  ისტორიასა  და  კულტურაზე, რადგან  ასეთი  სკანდალური  რეპუტაციის  მქონე  რომანი,  როგორიცაა „თამაში  ჭვავის  ყანაში“  ნაკლებად  თუ  მოიპოვება  ამერიკუოლ  ლიტერატურაში,  მით  უმეტეს,  როდესაც  წიგნი  უკავშირდება  ორ  ისეთ  საქვეყნოდ  ცნობილ  მღვაწეებს  ,  როგორებიც  იყვნენ  ჯონ  ლენონი  და  რონალდ  რეიგანი,  ამ  რომანს,  სხვა  რომ  არაფერს  მივაქციოთ  ყურადღება,  არც  იმ  ზემოთ  მოყვანილ  ფაქტებს,  რომელიც  წიგნის  აკრძალვას  ეხება,  მხოლოდ ამ  ორი  ადამიანის  სახელიც  კი  ეყოფა  მის  უზომო  პოპულარობას,  რაც  მთავარია  დღეს-დღეობით,  ეს  რომანი  ისევ  რჩება  ახალგაზრდა  თაობის  ნომერ  პირველ  წიგნად  მთელ მსოფლიოში,  მაგრამ  დღემდე  აუხსნელია  ის  ფაქტი  რომ,  თუ  რამ  განაპირობა  ასეთი  პოპულარობა  ამ  წიგნის,  გასაგებია, რომ  ის  პრობლემები  რაც  კოლფილდს  ქონდა  დღესაც  აქტუალურია,  მაგრამ  ისეთი  ფონი  როგორიც  ამ  რომანს  აქვს  მაინც  უტოვებს  ადამიანს  საფიქრალს,  თუ  რატომ  არის  ეს  რომანი  ასეთი  საყვარელი,  განსაკუთრებით  ახალგაზრდა  თაობისათვის.  ალბად  ზუსტად  ამაშია  სელინჯერის  მთავარი  საიდუმლო და  სწორედ  ამ  რომანით  სურდა  სელინჯერს  გამხდარიყო „The  Catcher  in  the  Rye”.
 


გამოყენებული  ლიტერატურა:
1.Stephen  J.Whitfield: Cherished and Cursed:Toward a Social History of „The Catcher in the Rye”
2. თამარ კობეშავიძე: ამერიკული  კონტრკულტურა და ჯერომ  სელინჯერის  რომანი   „თამაში ჭვავის ყანაში“ 
3.Eric Lomazoff:  The Praises and Criticisms of  J.D. Salinger’s  „The  Catcher  in  the  Rye”.
4. Pamela Hunt Steinle:The Catcher in the Rye as Postwar American Fable
5. Alan Nadel:Rhetoric, Sanity, and the Cold War: The Signifcance of Holden Caulfeld’s Testimony


Leia Mais…

Friday, April 12, 2013

How to flirt: By Tamta Amiranashvili




Everything starts from a flirtation. Just one smile may help you to find the right one for your future. On the other hand, because of your lack of knowledge of flirtation you may never get married. If you want to make a man interested in you and create a warm atmosphere around you, you should follow the following steps.
            First, find a right place to flirt. A business meeting doesn't seem to be a good idea. Go to the club or pub where you will easily meet boys and flirtation will seem normal.
            Second, choose one guy who appeals to you most and start looking at him intensely. When he notices that you look at him he will make an eye contact with you as well. Start smiling at him and if he smiles back it means that he's ready to get to know with you.
            Then wait for a while and give him some time to come up to you himself. If he is too slow or shy and it takes him a lot of time to decide whether to come or not, take an initiation yourself. Get some drinks, approach the boy and offer him to drink with you.
            While drinking be careful because the boy might have a girlfriend and his girlfriend definitely won't like to see you with him. After some time if noone disturbs you ask him to dance with you.
            Finally, after drinking and dancing try to get his cell phone number or email address in order not to lose contact with him. If the boy likes you he will text you and your love affair will begin.
            To sum up, flirtation is a technique that can be learned. Just one smile, drink and dance may change your future forever. So don't be afraid to be active and start flirtation yourself. Good luck!


© Tamta Amiranashvili

Leia Mais…